воскресенье, 26 марта 2017 г.

მეცხრე დღე

ინტელის მეცხრე   დღის რეფლექსია  26.03.17

     ტრენინგკურსის მიმდინარეობა საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ტრენერი გასაგებ ენაზე ხსნიდა ყველა საკითხს, რაც გვიადვილებდა უცნობ მასალებთან და პროგრამებთან გაცნობას. 
     გავეცანით და განვახორციელეთ როგორ უნდა მოვახდინოთ პროექტის დაგეგმარება, გავეცანით ეროვნული სასაწავლო გეგმების ელექტრონულ ვერსიას, შესაბამისი ინდიკატორებით. 
     ვისწავლეთ როგორ უნდა დავწეროთ მიზნები და შესაბამისი აქტივობები, დროის ჩარჩო, ბლოგში მუშაობა, დრაივში მუშაობა, ფაილებში მუშაობა, საქაღალდეების ერთმანეთთან  გაზიარება, ჩვენი ბლოგების გალამაზება, მისამართების დაკოპირება და ბლოგზე მიბმა, ერთმანეთის ბლოგების მისამართების , საკუთარ ბლოგზე  მიბმა.ბლოგებში სურათების ატვირთვა.. 
   ვეცდები აქ შესწავლილი თითოეული აქტივობა გამოვიყენო ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში, რათა მეტად ეფექტური და საინტერესო გახდეს ჩემი და მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესი... 
   დიდი მადლობა ხათუნა ციხელაშვილს. 
    

суббота, 25 марта 2017 г.

მერვე დღე

ინტელის მერვე   დღის რეფლექსია  25.03.17

        ვისაუბრეთ დიფერენციალურ სწავლებაზე.  ასევე სააზროვნო უნარებზე, გარდნერის თეორიებზე.
 ელექტრონულ სახელმძღვანელოში განვიხილეთ მოდული 6. აქტივობა 1 -ის საკითხები.
ჩვენი პროექტის შინაარსიდან გამომდინარე , გეგმებში დავწერეთ შესაბამისი აქტივობებები სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეებისათვის. 
შაბლონში შევავსეთ ყველა ცარიელი გრაფა. 

пятница, 24 марта 2017 г.

მეშვიდე დღე

ინტელის მეშვიდე  დღის რეფლექსია

       გავიხსენეთ წინა დღეს განვლილი მასალა. მიმდინარე დღეს მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების განხილვა. მივიღეთ ტრენერისგან შესაბამისი რეკომენდაციები და დავიწყეთ სასწავლო პროექტზე მუშაობა. 

მეექვსე დღე

ინტელის მეექვსე  დღის რეფლექსია .03.2017.

      კიდევ  ერთხელ გავიხსენეთ შეფასების სტრატეგიები. გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, წინასწარ შედგენილი  პრენტაციის ჩეკლისტის მიხედვით. 
      მოგვეცა დავალება : შავად გავწეროთ პროექტის აქტივობები,  დავუკომენტარეთ ერთმანეთს ბლოგები. დავწერეთ რეფლექსია. 

суббота, 11 марта 2017 г.

მეხუთე დღე

ინტელის მეხუთე დღის რეფლექსია 12.03.2017.

           დღევანდელი დღე ინფორმაციულად დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა.გავეცანით , როგორ უნდა დავუწეროთ ერთმანეთს კომენტარი ბლოგზე. ერთმანეთის ბლოგების სანახავად გადავედით intelxatuta.blogspot.com - ზე და იქ ვიპოვეთ საჭირო ადრესატი. 
        გავეცანით დღვანდელი დღის მიზნებს. 
       ელ.წიგნში გავეცანით შეფასების რუბრიკებს, გავეცანით ხუთ სტრატეგიას, რომლიდანაც ამოვიღეთ ჩვენი პროექტისთვის  საჭირო საკითხები,  მეთოდები, შესაბამისი ინსტრუმენტებით და შევიტანეთ პროექტის შაბლონში.
       ელ.სახელმძღვანელოში ასევე გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, ავიღეთ პრეზენტაციის ჩეკლისტი.
          დავალებად მოგვეცა, მოვირგოთ მოსწავლის როლი დავუპასუხოთ პრეზენტაციის შინაარსში, ჩვენს მიერ ჩამოთვლილ საკითხებს. 

пятница, 10 марта 2017 г.

პირველი დღე

        ინტელის პირველი დღის რეფლექსია 25.02.2017.



            ტრეინინგის პირველი დღე სიახლეებით იყო სავსე, რომელიც მიზნად ისახავდა ,,პროექტებით სწავლების" მოდულებთან გაცნობას , ელექტრონულ წიგნში ნავიგაციის ფლობას. შევიმუშავეთ ტრენინგ-დღეების შეხვედრათა განრიგი.
          ელ.წიგნი საინტერესოდაა დაგეგმილი და იძლევა სხვადასხვა ცვლილების : ჩანიშვნის, მონიშვნის, შენიშვნის დაფიქსირების საშუალებას.
          გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს, სადაც საინტერესოდაა დალაგებული განსახორციელებელი აქტივობები.  შაბლონი  დახმარებას გამიწევს საკუთარი პროექტის ეფექტურად დაგეგმვა-განხორციელებაში.
         ტრენინგის დროს 10-15 წუთი დავუთმეთ შესვენებას, რათა ახალი ენერგიით გაგვეგრძელებინა დარჩენილი დრო.
       თანამედროვე სკოლის მასწავლებელი , გაკვეთილის ეფექტურად  მართვისთვის   უნდა ფლობდეს შესაბამისი სტანდარტით გათვალისწინებულ საკითხებს .შეეძლოს პრობლემების გადაჭრა, ურთიერთთანამშრომლობა, ფლობდეს საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიურ უნარ-ჩვევებს, რათა გამოიყენოს საგაკვეთილო სივრცეში ეფექტური  და მოდერნიზებული სწავლებისთვის.
      ყოველივე ამის განსახორციელებლად  საინტერესო საკითხებითა და აზრებითაა გაჯერებული დოკუმენტი ,, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები "
     ვფიქრობ ამ დოკუმენტის ახლოს გაცნობა და შესწავლა დამეხმარება დავაკმაყოფილო თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული პუნქტები.
     მომეწონა სიტყვა  ,,ც უ დ "-ის  ახლებური ხედვა
ც - ცოდნა
უ - უნარი
დ - დამოკიდებულება
      საინტერესოდაა შედგენილი პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა, რომელიც პროექტის განსახორციელებლად საშუალებას იძლევა მაქსიმალურად გამოიყენო ყველა შესაძლებლობა, რათა მიზანი იქნას მიღწეული, აკმაყოფილებდეს სტანდარტებს , აქცენტი იყოს გაკეთებული კონკრეტულ საკითხებზე, გათვალისწინებულ იქნას სხვადასხვა ტიპის მოსწავლეთა საჭიროებები  და მიღებული შედეგი პასუხობდეს მიზანს.
       ვფიქრობ არსებული დოკუმენტების გაცნობა  ,  შესწავლა და ჩემს პრაქტიკაში დანერგვა საშუალებას მომცემს , ჩემი ჩატარებული გაკვეთილები და განხორციელებული პროექტები აკმაყოფილებდეს სტანდარტით გათვალისწინებულ საკითხებს.

მეოთხე დღე

      ინტელის მეოთხე  დღის რეფლექსია 05.03.2017.

განვიხილეთ ჩვენს მიერ შემუშავებული საწავლო მიზნები.  ელექტრონული სახელმძღვანელოდან განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები და   და დოკუმენტი. ვნახეთ მნიშვნელოვანი სიტყვები, რომლებიც დაგვეხმარება პროექტის კითხვების შემუშვებაში.
შვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, ჩავწერეთ  google  დოკუმენტში და გავუზიარეთ ტრენერს, ასევე ერთმანეთს და მოგვეცა დავალება , გავუკეთოთ ერთმანეთს  კომენტარი მიმართულების მიმცემ კითხვებზე.