пятница, 10 марта 2017 г.

პირველი დღე

        ინტელის პირველი დღის რეფლექსია 25.02.2017.



            ტრეინინგის პირველი დღე სიახლეებით იყო სავსე, რომელიც მიზნად ისახავდა ,,პროექტებით სწავლების" მოდულებთან გაცნობას , ელექტრონულ წიგნში ნავიგაციის ფლობას. შევიმუშავეთ ტრენინგ-დღეების შეხვედრათა განრიგი.
          ელ.წიგნი საინტერესოდაა დაგეგმილი და იძლევა სხვადასხვა ცვლილების : ჩანიშვნის, მონიშვნის, შენიშვნის დაფიქსირების საშუალებას.
          გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს, სადაც საინტერესოდაა დალაგებული განსახორციელებელი აქტივობები.  შაბლონი  დახმარებას გამიწევს საკუთარი პროექტის ეფექტურად დაგეგმვა-განხორციელებაში.
         ტრენინგის დროს 10-15 წუთი დავუთმეთ შესვენებას, რათა ახალი ენერგიით გაგვეგრძელებინა დარჩენილი დრო.
       თანამედროვე სკოლის მასწავლებელი , გაკვეთილის ეფექტურად  მართვისთვის   უნდა ფლობდეს შესაბამისი სტანდარტით გათვალისწინებულ საკითხებს .შეეძლოს პრობლემების გადაჭრა, ურთიერთთანამშრომლობა, ფლობდეს საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიურ უნარ-ჩვევებს, რათა გამოიყენოს საგაკვეთილო სივრცეში ეფექტური  და მოდერნიზებული სწავლებისთვის.
      ყოველივე ამის განსახორციელებლად  საინტერესო საკითხებითა და აზრებითაა გაჯერებული დოკუმენტი ,, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები "
     ვფიქრობ ამ დოკუმენტის ახლოს გაცნობა და შესწავლა დამეხმარება დავაკმაყოფილო თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული პუნქტები.
     მომეწონა სიტყვა  ,,ც უ დ "-ის  ახლებური ხედვა
ც - ცოდნა
უ - უნარი
დ - დამოკიდებულება
      საინტერესოდაა შედგენილი პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა, რომელიც პროექტის განსახორციელებლად საშუალებას იძლევა მაქსიმალურად გამოიყენო ყველა შესაძლებლობა, რათა მიზანი იქნას მიღწეული, აკმაყოფილებდეს სტანდარტებს , აქცენტი იყოს გაკეთებული კონკრეტულ საკითხებზე, გათვალისწინებულ იქნას სხვადასხვა ტიპის მოსწავლეთა საჭიროებები  და მიღებული შედეგი პასუხობდეს მიზანს.
       ვფიქრობ არსებული დოკუმენტების გაცნობა  ,  შესწავლა და ჩემს პრაქტიკაში დანერგვა საშუალებას მომცემს , ჩემი ჩატარებული გაკვეთილები და განხორციელებული პროექტები აკმაყოფილებდეს სტანდარტით გათვალისწინებულ საკითხებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий