воскресенье, 26 марта 2017 г.

მეცხრე დღე

ინტელის მეცხრე   დღის რეფლექსია  26.03.17

     ტრენინგკურსის მიმდინარეობა საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ტრენერი გასაგებ ენაზე ხსნიდა ყველა საკითხს, რაც გვიადვილებდა უცნობ მასალებთან და პროგრამებთან გაცნობას. 
     გავეცანით და განვახორციელეთ როგორ უნდა მოვახდინოთ პროექტის დაგეგმარება, გავეცანით ეროვნული სასაწავლო გეგმების ელექტრონულ ვერსიას, შესაბამისი ინდიკატორებით. 
     ვისწავლეთ როგორ უნდა დავწეროთ მიზნები და შესაბამისი აქტივობები, დროის ჩარჩო, ბლოგში მუშაობა, დრაივში მუშაობა, ფაილებში მუშაობა, საქაღალდეების ერთმანეთთან  გაზიარება, ჩვენი ბლოგების გალამაზება, მისამართების დაკოპირება და ბლოგზე მიბმა, ერთმანეთის ბლოგების მისამართების , საკუთარ ბლოგზე  მიბმა.ბლოგებში სურათების ატვირთვა.. 
   ვეცდები აქ შესწავლილი თითოეული აქტივობა გამოვიყენო ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში, რათა მეტად ეფექტური და საინტერესო გახდეს ჩემი და მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესი... 
   დიდი მადლობა ხათუნა ციხელაშვილს. 
    

Комментариев нет:

Отправить комментарий