ინტელის მესამე დღის რეფლექსია 04.03.2017.
გავიხსენეთ, წინა ტრენინგზე გავლილი საკითხები... გავეცანით მოცემული დღის მიზნებს. შევქმენით პროექტის საინფორმაციო ბუკლეტი და ავტვირთეთ ღრუბლებში.
გავეცანით საიტს ncp.ge. სადაც განთავსებულია ყველა საგნის ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები, თავისი ინდიკატორებით, ყველა კლასისთვის, რაც საგნის მასწავლებელს ხელს შეუწყობს ეფექტური სწავლების წარმართვაში. ამ საიტის დახმარებით შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები. ვისაუბრეთ პროექტის მიზნებზე.
დავალებად მოგვეცა, პროექტის მიზნების ჩამოყალიბება და დაწერა.
Комментариев нет:
Отправить комментарий