пятница, 10 марта 2017 г.

მეორე დღე

        ინტელის მეორე დღის რეფლექსია 27.02.2017.

      
 მეორე დღის შეხვედრა , პუნქტუალურად, დაგეგმილ დროს დაიწყო. პირველ რიგში გავიხსენეთ წინა დღეს შესწავლილი საკითხები.ამის შემდეგ დაგვეთმო 15 წუთი, რათა მოდული  N 1 , ნაბიჯი 1 პუნქტის მიხედვით, პროექტის წინასწარ მოფიქრებული თემა მოგვერგო   ,, წინასწარი დაგეგმვის " საკითხებს. დავხვეწეთ და ერთმანეთში გავცვალეთ იდეები. ვისაუბრეთ ჩვენს როლზე პროექტებით სწავლებაში.
       შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე და გავეცანით  ,,ელექტრონულ ღრუბლებს " ჩემი განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია  ,,ელექტრონული ღრუბლების " დანიშნულებამ და ფუნქციებმა.  ის ძალიან დამეხმარება შევინახო ჩემს კომპიუტერში არსებული მასალა ისე, რომ არ მექნება მათი დაკარგვის საშიშროება. 
     ვისაუბრეთ პუბლიკაციის რაობასა და დანიშნულებაზე. ასევე დავალებად მოგვეცა მოვამზადოთ ჩვენი პროექტის საინფორმაციო ბუკლეტი.
      ტრენინგკურსის მეორე დღე საკმაოდ ინფორმაციულად დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ მეცადინეობისთვის განკუთვნილი საათები ისე მიიწურა, რომ არავის არ უგრძვნია დაღლა, რადგან მოწოდებული ინფორმაცია ყველასთვის გასაგებ ენაზეა  გადმოცემული ტრენერის, ხათუნა ციხელაშვილის მიერ. მადლობა მას ამისთვის. 

Комментариев нет:

Отправить комментарий